სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” განცხადებას ავრცელებს.
“სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტას” ტერიტორიაზე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია. “დელტას” ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა”- ნათქვამია განცხადებაში.
