Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია პენიტენციურის საგანმანათლებლო პროგრამებზე: “ყოველ წელს ემატება პროგრამების და მონაწილეების რაოდენობა, 2022 წელს მონაწილეთა რაოდენობა იყო 5000, 2025 წელს – 11 000-ზე მეტი

მარშალ პრესი 10/10/2026
paata salia

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრინციპული ამოცანაა, რომ თითოეულ მსჯავრდებულს ხელი შევუწყოთ, საზოგადოებას დაუბრუნდეს ნორმალურ წევრად და დაუბრუნდეს ისე, რომ შეიძინოს ახალი პროფესია, მიიღოს ახალი ცოდნა და ამისთვის არაერთი პროგრამა ხორციელდება პენიტენციურ დაწებულებებში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციური დაწესებულება არ იყოს მხოლოდ სასჯელის მოხდის ადგილი.

„მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ემატება ამ პროგრამების რაოდენობა, მონაწილე ადამიანების რაოდენობა, და პირობითად, 2022 წელს იყო 5000 ასეთი შემთხვევა, ხოლო უკვე 2025 წელს იყო 11 000-ზე მეტი. წლიდან წლამდე ჩვენ ახალ პროგრამებს ვნერგავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი განათლება. პენტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მსჯავრდებულს, მიიღოს უმაღლესი განათლება.

ასევე, ჩვენს ვზრუნავთ იმაზე, რომ პროფესიული განათლება მიიღონ მსჯავრდებულებმა იმისთვის, რომ, როცა დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას, გარკვეული პროფესია ჰქონდეთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება იმ პერიოდთან შედარებით, რომელსაც საწყისად ვიღებთ. დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა ღირებულებებზე და ფასეულობებზე ვსაუბრობ. დღეს ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, ღირებულია, რომ ის საზოგადოება სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით, ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას… სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“
Next: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.