Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: „დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას… სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“

მარშალ პრესი 10/10/2026
paata salia

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პენტენციურ სისტემაში ადამიანის მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით. პენტენციურ დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას. მას აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ა.შ. სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია დღევანდელი სისტემის შეფასებაზე, აუცილებელია, გავიხსენოთ რა ვითარება იყო პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე.

„საიდან დავიწყეთ ხომ ყველას გვახსოვს?! როგორი იყო ვითარება 2012 წლამდე ქართულ ციხეებში – პატიმართა წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ძალიან დიდი იყო გადატვირთულობა ციხეებში, იყო ინფრასტრუქტურული და მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემები. ამ ყველაფრის გადაბარება მოუწია ,,ქართულ ოცნებას” და ამ პერიოდის შემდგომ მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. მე როცა ვამბობ, რომ პატიმართა წამებას და ღირსების შემლახველ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის დადასტურებული ფაქტი. ამაზე მეტყველებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე საქართველოსთან დაკავშირებით.

ეს არის საქმე სახელწოდებით „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მომჩივანის წამება იყო იმდროინდელი პრაქტიკის ნაწილი, სისტემური პრაქტიკის ნაწილი და ეს არის უშუალო დადასტურება იმისა, რომ წამებას და არასათანადო მოპყრობას ქართულ ციხეებში სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს ყველაფერი რადიკალურად, ფუნდამენტურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. რამდენიმე რეფორმა განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიღებულ იქნა ახალი პენტენციური კოდექსი, გაუმჯობესდა, განვითარდა უფლების დაცვის მექანიზმები, განვითარდა ჯანმრთელობის დაცვის სერვისები, რეაბილიტაციის, განათლების მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული. ასევე, ძალიან დიდი ინვესტიციებია განხორციელებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით და, რაც ყველაზე მთავარია, – შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრის მიმართ. დღეს სახელმწიფოს ამოცანა არ არის მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება, არამედ ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადამიანს, რომ ის პერიოდი, რომელსაც ის ატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გამოიყენოს თავის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, ცოდნა, რაც მას გამოადგება უკვე საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებისათვის“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: პაატა სალია: ,,2026 წლის ცხრა თვეში ვადაზე ადრე 800 პატიმარი გათავისუფლდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 იყო
Next: პაატა სალია პენიტენციურის საგანმანათლებლო პროგრამებზე: “ყოველ წელს ემატება პროგრამების და მონაწილეების რაოდენობა, 2022 წელს მონაწილეთა რაოდენობა იყო 5000, 2025 წელს – 11 000-ზე მეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.