Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: ,,2026 წლის ცხრა თვეში ვადაზე ადრე 800 პატიმარი გათავისუფლდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 იყო

მარშალ პრესი 10/10/2026
paata salia

„რაც შეეხება საბჭოების მუშაობას, რომლებიც წყვეტენ პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სხვა სასჯელით ჩანაცვლების საკითხებს, შემიძლია გითხრათ სტატისტიკა: შარშან 2025 წელს დაახლოებით 130 პირი გათავისუფლდა ვადაზე ადრე, დღეს 9 თვის მონაცემებით 800-ზე მეტია. ჩვენ გავააქტიურეთ ამ საბჭოების მუშაობა“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ვადების შესაბამისად მიმდინარეობს და მისი პროცედურები გამჭვირვალეა.

„გაწერილია, როგორ მუშაობენ კომისიები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, კანონით განსაზღვრულია ვადები, როდის შეუძლია პატიმარს მიმართოს კომისიას გათავისუფლების თხოვნით. ეს ყველაფერი გაწერილი და გამჭვირვალეა“, — აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში პატიმრების მხრიდან გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ შესულა.

,,სამინისტროს პატიმრისგან არ მიუღია არცერთი წერილი, სადაც საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა. ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არასდროს მიგვიღია“, — განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს
Next: პაატა სალია: „დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას… სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.