Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: „ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს

მარშალ პრესი 10/10/2026
paata salia

„ჩვენ არასდროს უარვყოფთ იმას, რომ სისტემაში, შესაძლოა, რაიმე პრობლემა არსებობდეს. მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ და დღევანდელ ვითარებას შორის ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თუ სადმე ერთეული შემთხვევები გამოვლინდება, ამისგან მსოფლიოში არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იდეალური პენიტენციური სისტემა. ყველგან შეიძლება თანამშრომელმა რაიმე გადაცდომა დაუშვას ან დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე რეაგირება ხდება. მე ვახსენე, რომ უფლებების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. ჩვენს პენიტენციურ სისტემაში უფლებების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს“, — განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „ჩვენი თვითმიზანი არ არის, ციხეების რაოდენობა გავზარდოთ, ჩვენი მიზანია, ძველი დაწესებულებები თანამედროვე ტიპის დაწესებულებებით შევცვალოთ“
Next: პაატა სალია: ,,2026 წლის ცხრა თვეში ვადაზე ადრე 800 პატიმარი გათავისუფლდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.