Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება

მარშალ პრესი 10/10/2026
irakli kobakhidze

ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე – ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ეს არის.

„ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ, სწორედ, ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N91-ში სატვირთო ლიფტის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.