Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

მარშალ პრესი 10/10/2026
011

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღვინის ფესტივალზე ტრადიციულად არის ხალხმრავლობა.

„ძალიან დიდი ინტერესია ამ ფესტივალის მიმართ. უამრავი ადამიანია, მათ შორის უცხოელებიც ძალიან ბევრი არიან. ინტერესი არის დიდი და ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. მისი პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ყოველ წელს მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავხდით იმის მოწმე, თუ რამდენად კარგ განწყობას ქმნის ეს ფესტივალი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში და ჩვენს სტუმრებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა
Next: პრემიერი – 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.