დიდუბის რაიონის გამგეობა წერეთლის გამზირის N91-ში სატვირთო ლიფტის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია ლიფტის ამწევი ბაგირების, ელექტროსისტემის, ძრავის, კაბინისა და კარის განახლება.
პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 044 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
