Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა

მარშალ პრესი 10/10/2026
irakli kobakhidze10

ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამიტომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას.

„ძალიან მარტივად იყო საქმე კონკრეტული ადამიანებისთვის, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის სამწუხაროდ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ეს ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამიტომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და მეორე მხრივ, გმობდნენ, მათ შორის ძალის პროპორციულ გამოყენებას. ერთი მხრივ იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რაც ჩვენც დავგმეთ, მაგრამ ამასთან ერთად სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც, რაც არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება. სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან ეს ადამიანები შეშფოთებული, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლობაზე – ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ
Next: ირაკლი კობახიძე – გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.