Skip to content
10/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა

მარშალ პრესი 09/10/2026
839842203_1404000291895201_1830744395116508812_n

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა. ორდღიანი ღონისძიების შედეგები, რომელსაც 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სამიტის დახურვის ცერემონიალზე მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს ნაყოფიერი დისკუსიისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობისათვის.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ტონი გოგუსთან და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივან თეოდორა სტოიანთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ადამიანის უფლებების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ციფრული ტრანსფორმაციის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი „ვარდისფერი ოქტომბერის“ კამპანიას შეუერთდა
Next: შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი თაღლითის სახელი დაიმკვიდრა – სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.