Skip to content
10/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი „ვარდისფერი ოქტომბერის“ კამპანიას შეუერთდა

მარშალ პრესი 09/10/2026
843411279_1491656236350290_2807805162810733772_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი „ვარდისფერი ოქტომბერის“ კამპანიას შეუერთდა.
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა „ვარდისფერი ოქტომბერი“ გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადმინისტრაციული მართვის სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე და საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერი, თამარ მხატვარი.
თამარ მხატვარმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორების, საყურადღებო სიმპტომების, ადრეული დიაგნოსტიკისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ.
კამპანია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსა და მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ჩართულობით გაიმართა.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრი საველე სწავლებას დაესწრო
Next: სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.