Skip to content
09/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მარშალ პრესი 08/10/2026
01

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს.

პაატა სალიამ თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა იმ საჯარო და კერძო სერვისების შესახებ, რომელთაც მომხმარებლებს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 127 იუსტიციის სახლი აწვდის. ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების, ეთიკისა და სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

სამართლის საერთაშორისო სამიტი სტამბოლში 8-9 ოქტომბერს იმართება.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა
Next: საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.