Skip to content
09/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

მარშალ პრესი 08/10/2026
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს.

როგორც მეგრელიშვილი წერს, აღნიშნული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას. მისი თქმით, რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა.

მეგრელიშვილი ასევე ეხმაურება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით რეზოლუციაში გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე.

„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის — სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს.
აღნიშნული რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა.
ხალხის ნება და მის საფუძველზე არჩეული პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით, შესაბამისად, ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და თანაზომიერების პრინციპებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური სანქცირებისკენ მოწოდება, წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებას.

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე დოკუმენტში გაკეთებული შეფასებები არის ევროპარლამენტის მცდელობა, წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევაა.

საქართველოს მიმართ ამ უფლების უარყოფა და მსგავსი კრიტიკა შერჩევითი სამართლისა და ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოვლინებაა რადგან ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, კონკრეტული პოლიტიკური ძალების შეზღუდვის სამართლებრივი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ აღიარებულია და აქტიურად გამოიყენება თავად ევროკავშირის წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებში.

ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.

საქართველო არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგული და გარე პოლიტიკური დიქტატი, შანტაჟი თუ თავსმოხვეული დღის წესრიგი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.
ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ფურცელზე დაწერილი გზავნილი, რომელიც რეალურ შინაარს მოკლებულია.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
Next: პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.