Skip to content
09/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

მარშალ პრესი 08/10/2026
paata salia stamboli

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობის ზრდას სწრაფად ცვალებად გარემოში და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო დიალოგი დარგის პროფესიონალებს შორის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, მიგრაცია, გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია აჩენს ახალ გამოწვევებს, პასუხისმგებლობის ახალ ფორმებს და საერთაშორისო თანამშრომლობის მზარდ საჭიროებას”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მტკიცედ უნდა იყოს დაფუძნებული სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

პაატა სალიამ სამიტის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

სამართლის საერთაშორისო სამიტი ქალაქ სტამბოლში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს. ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

Post navigation

Previous: პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
Next: ირაკლი კობახიძე – დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.