Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

მარშალ პრესი 06/10/2026
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარმოუდგენელია საქართველოს მოლდოვას „წარმატების“ შეშურდეს, მაშინ, როცა, ეს უკანასკნელი მზადაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკუთარ სუვერენიტეტზე თქვას უარი.

„როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანა [მოლდოვა] უსწრებდეს საქართველოს, რომელიც ევროპის ინსტიტუტების შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოლდოვას უწინასწარმეტყველეს სხვა სახელმწიფოსთან შეუერთება. თუ ამით გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, მისი ნამდვილად არ შეგვშურდება.
ევრობიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრობიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: რადიკალების მხრიდან ვხედავთ მგრძნობიარე თემების – ციხეებში სისტემური ძალადობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხის აგორების მცდელობას და დარწმუნებული ვარ, ეს გარედან მართული პროცესია
Next: ირაკლი კირცხალია: მარტა კოსის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ – საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.