Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მარტა კოსის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ – საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას

მარშალ პრესი 06/10/2026
irakli kircxalia

ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბრიუსელი აფასებს არა დამსახურებაზე დაფუძნებულ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ, ქვეყნის მიერ უსიტყვო მორჩილებას.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, როდესაც საუბარია საქართველოს „ჩამორჩენაზე“, უკრაინასა და მოლდოვასთან, ხელისუფლების პასუხი მარტივია – საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას.

„თუ დღეს ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.

ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!

ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.

და ბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს,” – წერს ირაკლი კირცხალია.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.