Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალების მხრიდან ვხედავთ მგრძნობიარე თემების – ციხეებში სისტემური ძალადობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხის აგორების მცდელობას და დარწმუნებული ვარ, ეს გარედან მართული პროცესია

მარშალ პრესი 06/10/2026
ZURAB KADAGIDZE

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პატიმართა სისტემური წამების შესახებ რადიკალების მიერ აგორებულ დეზინფორმაციას გარედან მართულ პროცესს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკური პროცესებისთვის ტემპერატურის აწევის მცდელობას. ზურაბ ქადაგიძის თქმით, რადიკალური მუხტის შენარჩუნებისათვის ბოლო დროს აქტიურად გამოიყენება ორი მგრძნობიარე თემა – პატიმრების ღირსებისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხები.

„თუ დავაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ პროცესებში რადიკალიზაციისა და ტემპერატურის აწევის მცდელობას გარკვეული ძალების მხრიდან, ვნახავთ ორ მკაფიოდ გამოკვეთილ თემას – ერთი ბავშვების და მეორე მსჯავრდადებულების თემა. თუ დავაკვირდებით ამ ქრონოლოგიას – როგორ ენაცვლება ერთი მეორეს პენიტენციურ სისტემასა და სკოლებსა და ბაღებში სხვადასხვა საკითხის აგორების მცდელობა (მაგალითად მსჯავრდადებულის მოწამვლის ფაქტი და შემდეგ მსგავსი შემთხვევების გაბუქება ან რომელიმე კომპანიის დანაშაულის გამოვლენა და შემდეგ ბაღებსა და სკოლებში ამ საკითხის დეზინფორმაციულად აგორება და პოლიტიზება), მაქვს განცდა, რომ ხდება ამ თემების რადიკალების მხრიდან გამოყენება. ერთი არის ძალადობა დახურულ სივრცეში და მეორე, ძალადობა ბავშვებში, რომ რამენაირად საზოგადოებაში მოახდინონ ორი მიმართულებით მგრძნობიარე საკითხზე ზემოქმედება, რაც გამოიწვევს ტემპერატურის მომატებას. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, ეს არის გარედან მართული პროცესი, რომლის სცენარსაც რადიკალები მიჰყვებიან,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
Next: გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.