Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

მარშალ პრესი 06/10/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხ ოქტომბერს დაიწყეს და ოთხშივე დაამთავრეს რადიკალური პროცესები, შემდეგ კი ხუთ ოქტომბერს დაიწყეს დანაშაულის აღიარებები, რაც ახლაც გრძელდება. რადიკალები მიხვდნენ, რომ მხარდამჭერი აღარ ჰყავთ და მათი მიზნები გაიშიფრა – საქართველოში აღარასოდეს უნდა მოხდეს რევოლუციები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ა.შ.

მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც. ხომ ამბობენ, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა
Next: გია აბაშიძე: პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.