Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა

მარშალ პრესი 06/10/2026
unnamed

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ბანაკის მონაწილეებთან ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართა.

შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 108 მონაწილე დაესწრო. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

ნათია იოსელიანმა მონაწილეებს არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. საუბარი შეეხო ამომრჩევლის როლსა და უფლებებს, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და დეზინფორმაციას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საარჩევნო პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს პრესსპიკერმა მონაწილეებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელშიც სიღრმისეულადაა განხილული აქტუალური საარჩევნო საკითხები.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია ჯამში 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდას, საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.

Post navigation

Previous: კახა წიქარიშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იციან, კამერა უყურებს, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება
Next: გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.