Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”

მარშალ პრესი 06/10/2026
gia abashidze

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ამბობს, რომ ძალადობაში გადასვლის შემთხვევაში პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება შეუძლია — მათ შორის სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების, არასრულწლოვნების მონაწილეობით არეულობის დროსაც – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საფრანგეთში პოლიციის მიერ სახელმწიფოს დასაცავად ძალის გამოყენება მისაღებად მიიჩნევა, საქართველოში კი, მსგავსი მოქმედების განხორციელებას „ევროკრატიისთვის“ ბრიუსელის ნებართვა სჭირდება.

„პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა“.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ამბობს, რომ ძალადობაში გადასვლის შემთხვევაში პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება შეუძლია

— მათ შორის სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების, არასრულწლოვნების მონაწილეობით არეულობის დროსაც.
საინტერესოა, BBC-მ მაკრონის ხელისუფლებასაც რომ დააბრალოს ექსტრემისტების „კამიტით დაწამვლა“, რას მოისმენს ელისეს სასახლისგან? და რამდენად სწრაფად წაიღებს უკან ბოროტ ცილისწამებას ბრიტანეთის ფსევდოლიბერალური საზოგადოებრივი მაუწყებელი?

როგორც ჩანს, განსხვავება მხოლოდ ერთია — საფრანგეთში პოლიცია სახელმწიფოს იცავს, საქართველოში კი, თუ სამართალდამცველები იმავეს გააკეთებენ, ევროკრატიისთვის „ურჩ“ სუვერენულ საქართველოს სახელმწიფოს ჯერ ბრიუსელის ნებართვა სჭირდება.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც
Next: ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან. მათ გვერდით დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფაქტებს, სამართალს და უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს სცემს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.