Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა წიქარიშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იციან, კამერა უყურებს, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება

მარშალ პრესი 06/10/2026
kakha tsikarishvili

იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთხვევაში ბადრაგის წევრები შეეცდებოდნენ ვიდეოკამერისგან დაფარვას და ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტის გამო თვალს მაინც გააპარებდნენ კამერისკენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, ჩანდა თუ არა რაიმე.

„რაღაცები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. დავუშვათ, აქ თუ გაუპატიურება იქნებოდა ეს ადამიანები [ბადრაგები] რასაკვირველია შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, რომ კამერაში ეს არ გამოჩენილიყო და მაღალი ალბათობით კამერისკენ მაინც გაექცეოდათ თვალი. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას აკეთებს არაკანონიერს და იციან, მათ კამერა უყურებს, რაღაც მომენტი ადამიანური მომენტია, რომ კამერისკენ თვალი გაექცევა, რომ კამერას ხომ კარგად ვფარავ და რამე ხომ არ მრჩება ისეთი, რაც კამერის დაფარვის გარეშეა. ეს გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

არცერთი მათგანი პირდაპირ კამერისკენ არ იყურება. თუ ესენი აღიქვამენ, რომ ხდება პატიმრის ხელით გაუპატიურება და თან ცდილობენ, რომ კამერა დაფარონ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ რომელიმე მათგანს კამერისკენ თვალი გაექცეს, რომ ხომ კარგად ვფარავ და კამერაში ხომ არაფერი ჩანს. ასეთ მომენტი უნდა ყოფილიყო.“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით. კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით
Next: გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.