Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს

მარშალ პრესი 06/10/2026
055

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს სოციალურ ქსელში პასუხობს.

ოჯახი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.

“ყველა ადამიანი, ვინც ჩვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.

განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ, მათ შორის ტელევიზიებში, გამოდის მძიმე და ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას და იმ უდიდეს ტკივილს, რომელსაც ამ წუთებში განვიცდით.
მოვითხოვთ, თითოეული მსგავსი განცხადება და ფაქტი სათანადოდ იქნეს შესწავლილი და, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი.

ჩვენი ოჯახის მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს და მგლოვიარე ოჯახს დამატებითი ტკივილი მიაყენოს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დავითაძის ოჯახმა ერთ-ერთი პატიმრის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, განაცხადა, რომ “მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ თავი მოეკლა.”

Post navigation

Previous: პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: ,,მან არ მოგვცა საშუალება, გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო. ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს პატიმარი. თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.