Skip to content
08/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარხმალი – პაატა ბურჭულაძის შვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

მარშალ პრესი 06/10/2026
shukri burchuladze

პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ზოდელავას და ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე.

ბურჭულაძე ფიქრობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.

“ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!
სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარხმალი.

ვფიქრობ, ეს “გადაწყვეტილება” ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე.”- წერს ბურჭულაძე.

Post navigation

Previous: გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს
Next: ლევან მაჭავარიანი: 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით. კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.