Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: ,,მან არ მოგვცა საშუალება, გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო. ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს პატიმარი. თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“

მარშალ პრესი 05/10/2026
paata salia

,,დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არანაირი პრობლემა მოცემულ ეტაპზე არ აღენიშნება. მოგეხსენებათ, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაურკვეველი საგნის გადაყლაპვას. დემონსტრაციულად მან ეს განახორციელა. თუმცა, დღეს დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, მან ნამდვილად გადაყლაპა თუ ეს იყო, უბრალოდ, მისი მხრიდან დემონსტრირება თავისი პროტესტის, რადგან მან არ მოგვცა საშუალება, გუშინ გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ,,იმედის” ეთერში ჩართვისას.

მინისტრის თქმით, მსჯავრდებული 24-საათაინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის გაურესების შემთხვევაში მყისიერად გაეწევა სამედიცინო დახმარება.

,,ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს აღნიშნული პატიმარი. სამედიცინო პერსონალი მას აკვირდება და თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მის ჯამრთელობას არანაირი საფრთხე არ აღენიშნება მოცემულ ეტაპზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არც ერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

,, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას – მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Post navigation

Previous: ლადო სადღობელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ძალადობა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არასდროს დარჩება
Next: გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.