Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

მარშალ პრესი 05/10/2026
022

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა.

მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათთვის პროფესიულ გარემოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა. მან სტაჟიორებს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი, გამოიჩინონ ინიციატივა, დასვან კითხვები, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ უწყებების საქმიანობაში.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა, რომ იუსტიციის სამინისტრო სტაჟირებას განიხილავს არა მხოლოდ როგორც პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას, არამედ როგორც სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმს. სამინისტროს მიზანია, წარმატებული სტაჟიორებისთვის პროგრამა შემდგომი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობად იქცეს.

2026 წელს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის 12 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში 293 ვაკანსია გამოცხადდა, რომლებზეც 6 639 განაცხადი შევიდა. კონკურსის შედეგად 189 სტაჟიორი შეირჩა.

2025 წელს პროგრამით მიღებული 156 სტაჟიორიდან 109-ს სტაჟირების ვადა გაუგრძელდა, მათი ნაწილი კი შემდგომ დასაქმდა.

სტაჟირება სამთვიანია, გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში/სტაჟში ითვლება.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში და აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებიან“
Next: პაატა სალია – პატიმარი დავითაძე გამოხატავდა პროტესტს და არ აძლევდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.