Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: „სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში და აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებიან“

მარშალ პრესი 05/10/2026
paata salia2

„მინდა, ყველას მოვუწოდო და გავაფრთხილო: ერთია, როცა ჩვენ ვზრუნავთ პატიმრის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, ღირსებასა და სიცოცხლეზე, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პენიტენციურ დაწესებულებაში სიტუაციის დაძაბვის, ესკალაციის, დეზორგანიზაციის, დაუმორჩილებლობის მცდელობები – იქნება ეს გარედან თუ შიგნიდან. 

სახელმწიფო ამაზე მკაცრ, კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რაც გამოიწვევს რაიმე სახის პროვოკაციას, რადგან შედეგები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე“, – ამის შესახებ  იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსჯავრდებული გ. დავითაძესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე  კომენტირებისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი განცხადება და ქმედება შეიძლება, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, მსგავს მოწოდებებზე და მოქმედებებზე სახელმწიფოს კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება ექნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში:

„სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში და აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებიან“. – განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის ოჯახს კიდევ ერთხელ პასუხობს (ვიდეო)
Next: იუსტიციის მინისტრი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.