Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია – პატიმარი დავითაძე გამოხატავდა პროტესტს და არ აძლევდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე

მარშალ პრესი 05/10/2026
PAATA SALIA

პატიმარი დავითაძე გამოხატავდა პროტესტს და არ აძლევდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, ის ეწინააღმდეგებოდა პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სახელმწიფო მსგავს შემთხვევებზე რეაგირებს სათანადოდ და დაუყოვნებლივ და ვინაიდან არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოკადრები. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. 

„სახელმწიფო და, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური მსგავს განცხადებებზე რეაგირებს სათანადოდ, დაუყოვნებლივ და პატიმარ დავითაძის საქმეც ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს, როდესაც მან განაცხადა მისი უფლებების შელახვის შესახებ და საკმაოდ მძიმე ბრალდებები გააჟღერა, მაშინვე, მყისიერად დაიწყო გამოძიება. ეს კომპლექსური გამოძიება დღეს მიმდინარეობს, არაერთი საპროცესო მოქმედება ტარდება. შესაბამისად, იმისათვის, რომ  საბოლოოდ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ გასაჯაროებულიყო პატიმრის დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის კადრები, სადაც, როგორც ის აცხადებდა, მოხდა მის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა. დეესკალაციის ოთახში პატიმარი გადაიყვანეს იმ ინციდენტის გამო, რომელიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რის გამოც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. აღნიშნულზე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინფორმაცია.

პრეტენზიები ისმის იმის შესახებ, რომ მოხდა ბევრი ადამიანის მიერ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ნახეთ კადრები, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პროცედურის განხორციელებას. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება. რაც შეეხება ოთახში ადამიანების რაოდენობას, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ  მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა. თქვენ ნახეთ, რომ პატიმარი გამოხატავდა პროტესტს და არ აძლევდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები. შემოწმების თემა ამოიწურება, როდესაც გამოძიება დასრულდება. მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი პატიმრის რაიმე უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე, რაც ვნახეთ. ეს არის ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა იმიტომ, რომ  არსებობდა საზოგადოების მომეტებული  ინტერესი. ეს ჩანაწერებიც, სხვა ჩანაწერებიც აქვს პროკურატურას, რომელიც იძიებს ამ საქმეს და როდესაც გვექნება შედეგი, მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ, გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე,“- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
Next: ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უფასოა ყველა სტუდენტისათვის, მაგრამ გასათვალისწინებელია პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების მატების საკითხი, რადგან ეს მაჩვენებელი დიდი ხანია ერთ დონეზეა გაყინული და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს ვერ პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.