Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს- მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

მარშალ პრესი 03/10/2026
alde

„ალდეს“ პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოტიენი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ისინი ოფიციალური განცხადებით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს და საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას მოითხოვენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სანქციები დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს. მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. კერძოდ, ALDE-ს განცხადებით, საქართველოში გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ოფისის დახურვა დამოუკიდებელ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და თვალი არ დახუჭოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შეგახსენებთ, კაია კალასი და მარტა კოსი ამავე ალიანსის ლიდერები არიან.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია: გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
Next: ირაკლი კობახიძე – 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.