Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა

მარშალ პრესი 03/10/2026
irakli kobakhidze
2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა,, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია და დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება  და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო
„ყველამ უნდა გავიხსენოთ ის ისტორია, რომელიც გამოვიარეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო 2004-2012 წლები, წინა ხელისუფლების პერიოდი.
სტუმრების უმრავლესობა განეკუთვნება იმ თაობას, რომელსაც შეიძლება უშუალოდ არ ახსოვდეს ის მდგომარეობა, რომელიც მაშინ იყო შექმნილი და მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი შეხსენება თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში და რა შედეგები გამოიღო მაშინდელი ხელისუფლების მმართველობამ.
პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყველა მიმართულებით იყო მძიმესი ვითარება. მთავარი პრობლემა იყო დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ამასთან დაკავშირებითაც ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა კიდევ ერთხელ მიზანშეწონილია, რომ ამ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა. ავტორიტარიზმი იყო ჩამოყალიბებული ქვეყანაში, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. იყო დამახინჯებული კონსტიტუცია, ამ დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება,  და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით.
ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური უმძიმესი მოცემულობა, რომელიც 2004-2012 წლებში იყო დამკვიდრებული“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს- მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა
Next: ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.