ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადავდგით არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, სადაც ვთვლით, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ბურთი ახლა მათ მოედანზეა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
„გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, ამის შემდეგ ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
