Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები

მარშალ პრესი 03/10/2026
irakli kircxalia2

წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ფონდების დახურვაზე გერმანიის ელჩს მისსავე განცხადებაზე.

კირცხალიამ გერმანელ დიპლომატს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკამდე გერმანიასა და ევროკავშირში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას გაეცნოს.

„ახლა რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს. მე მესმის, რომ გერმანია ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია იმ ეკონომიკურ კავშირში, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მე მას ვურჩევდი, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებისას მან გაითვალისწინოს მათ შორის, მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროცესები, მათ შორის, მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ყველა ის დინამიკა, რაც ვითარდება მის ქვეყანაში.

სად არის მათი ეკონომიკა დღეს, სად არის მთლიანად ჯამში ევროკავშირის ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევები აქვთ თუნდაც ენერგომატარებლების და ტარიფების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ დასაქმების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეობის და ინდუსტრიულ სფეროში და ამის შემდეგ აკეთონ ხმამაღალი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ნაბიჯი რომელ კავშირში, რომელ გაწევრიანებას აფერხებს.

მხოლოდ გერმანია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომელი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში თუ რომელი არა. ასევე, კარგად დაფიქრდნენ მის ქვეყანაშიც. როდესაც წევრ ქვეყნებზე აქვთ საუბარი, ასევე, უნდა გადახედონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელ გადაწყვეტილებასაც ახლა იღებენ, როდესაც ახალი წევრი ქვეყნები, რომლებიც შემოვლენ, არ ექნებათ ხმის უფლება, არ ექნებათ ვეტოს უფლება და ასე შემდეგ, და ზოგადად მმართველობით სტილსაც უნდა გადახედონ იმიტომ, რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან
Next: ირაკლი კირცხალია: გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.