Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან

მარშალ პრესი 03/10/2026
irakli kircxalia

როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში- სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში – სოფელ ფერეთაში. დილიდან ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე – ტრადიციული მეთოდით. 17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამორჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა; დმანისში – 50%-მა; წალკაში – 37%-მა; ხოლო, ვანში – 57%-მა. საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე. ამომრჩეველს ტრადიციულად, მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში,” – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა – წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს
Next: ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.