Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა – წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს

მარშალ პრესი 03/10/2026
tamta mikeladze

ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” პირობებში, ციხეებში წამება ნამდვილად გადაილახა და პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთივე მოპყრობა აღარ ჩანს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო.

“ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო რუტინული, ნორმალიზებული და ყოველდღიური და რაღაცნაირად ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვთქვით, რომ იგივე აღარ უნდა მომხდარიყო ციხეში, სახელმწიფოს იგივე არ უნდა გაეკეთებინა მოქალაქეების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალადობის მძიმე გამოცდილება.
“ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს ხოლმე, რომ წინა მმართველობას გაემიჯნოს და თქვას, რომ მას რაღაცა ტიპის წითელი ხაზები აქვს ქცევაში, თუმცა წამების აკრძალვა, რომელიც თითქოს ასეთი წითელი ხაზი იყო, ციხეში, ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში. ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს,” – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

Post navigation

Previous: ახმეტა, დმანისი, წალკა და ვანი – ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის
Next: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.