Skip to content
04/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ახმეტა, დმანისი, წალკა და ვანი – ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის

მარშალ პრესი 03/10/2026
natia ioseliani

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა. მათ შორის ახმეტაში – 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში 327 (48.16%) ამომრჩეველი.

იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Post navigation

Previous: მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა” – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
Next: თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა – წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.