Skip to content
04/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა” – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი

მარშალ პრესი 03/10/2026
033

ახმეტის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი – ლევან ითიურიძე “ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოდან”.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აღნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა.

“მიმდინარეობს შუალედური არჩევნები, ამ დროისთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა”, – აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.

#18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით დოინჯაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები ტრადიციული მეთოდით მშვიდ ვითარებაში ტარდება. კენჭისყრის პროცესი კი ზუსტად რვა საათზე ყველა წესის დაცვით დაიწყო.

“დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – აღნიშნა დავით დოინჯაშვილმა.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

Post navigation

Previous: საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
Next: ახმეტა, დმანისი, წალკა და ვანი – ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.