Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა

მარშალ პრესი 03/10/2026
archil gorduladze

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა.

გორდულაძე ამბობს, რომ ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.

„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს.

მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის III კვარტლის IV და V კორპუსებს შორის მდებარე სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.