Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

მარშალ პრესი 02/10/2026
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშორებით ამბობს, რომ დღის განმავლობაში არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად, ხომ არ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას?

“დღის განმავლობაში პატიმარ დავითაძესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა. მისი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მას იცავენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ საქმის სიცხადისთვის აუცილებელია სრული სურათის შექმნა

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, როდესაც მას შესაბამისი განცხადებით 2025 წლის დეკემბერში მიმართეს, საუბარი იყო პატიმრის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რომელიც, მათი განცხადებით, 2025 წლის 20-21 დეკემბერს მოხდა. სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმე შეისწავლა, თუმცა დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, რადგან დანაშაული არ ყოფილა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.

გაუგებარია, თუ, საქმე ერთი წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხება, რატომ იყო ამდენი ხნის განმავლობაში დუმილი და რატომ გაახსენდა ეს ამბავი სწორედ ახლა? ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს აჩენს და მათი „სიმართლის“ ხარისხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული პირისთვის მოქმედი სასჯელი უკვე მესამე ან მეოთხეა, მას წლების განმავლობაში მუდმივად ჰქონდა პრობლემები კანონთან. მას დღესაც, პენიტენციურ დაწესებულებაში, ქცევის არაერთი დარღვევა აქვს. ეს გარემოებებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც კონკრეტული ადამიანის შესახებ სრული სურათის შექმნას ვცდილობთ.

ჩემი ინფორმაციით, მისი ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს იწყებდა საკუთარ კარიერას და პროკურორის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა ის სპექტაკლი, რომელსაც დღეს დავითაძის ოჯახი დგამს. ხომ არ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას? ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?
ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!”- წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?
Next: არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.