დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის III კვარტლის IV და V კორპუსებს შორის მდებარე სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობის ტერიტორია სრულად განახლდება და მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი, კომფორტული საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 250 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი გაეცნო.
