Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

მარშალ პრესი 02/10/2026
sandro baramidze

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შურისძიება განეხორციელებინათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს- ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე “ფორმულას” ეთერში აცხადებს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმიანება.

ბარამიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის პროპორციულობას ეჭვქვეშ აყენებს.

მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ განესაზღვრა დავითაძეს 17-წლიანი პატიმრობა და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, თუ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჭრილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

“ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა.”- აცხადებს ბარამიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა
Next: დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.