Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა

მარშალ პრესი 02/10/2026
206

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ამ კონტექსტში აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება. ითქვა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, ასევე მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე მზად არის, განაგრძოს თურქეთთან მჭიდრო პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ორმხრივად სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდობის სფეროში.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა – ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
Next: სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.