Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს

მარშალ პრესი 29/09/2026
gia abashidze

რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც გამო IRI-ს კითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია.

„რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც IRI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს.

რომ შევკრიბოთ ეს ათი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური ნამცეცი, მივხვდებით, რომ უტიფარი „ნაცლუზერობა“ შეუცვლელი მოცემულობაა.
ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვის აბარებს ქვეყნის სადავეებს, ნაცმანქურთებს კი ის უკიდურესად არაკომფორტული რეჟიმი შერჩენია, სადაც მათთვის მთავარია არაფრისმომცემი პროცესი, ტყუილი, დრამატიზაცია-მეზღაპრეობა, ხელისუფლების მაქსიმალური დემონიზაცია და კიდევ ერთი ისტორიული მარცხის „ზეიმი”. – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი
Next: დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.