Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ

მარშალ პრესი 29/09/2026
davit chikhelidze

ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც “ქართული ოცნებას” – 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში – 16% აქვს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში და IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.

„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს.

ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში. შესაძლოა, პიროვნული ღალატი ქართველმა ადამიანმა დაივიწყოს, მაგრამ ქვეყნის ღალატს ვერც დაივიწყებს და არც არავის შეარჩენს.

IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.
პარადოქსული კი ის არის, რომ სწორედ ამ ერთპროცენტიან და რამდენიმე პროცენტიან პარტიებს უნდათ ქვეყნის სათავეში მოსვლა და სწორედ ეს პარტიები საუბრობენ ხალხის სახელით.

ხალხის სახელით საუბარი მარტივია, მაგრამ ხალხის ნდობის მოპოვებაა მთავარი. ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრა თავისი სათქმელი და პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა, სადაც ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს!

შეგახენებთ, რომ გავრცელდა IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი: “ქართული ოცნება” – 36% ყველა სხვა ოპოზიცია ჯამში – 16%“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს
Next: გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.