Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი

მარშალ პრესი 29/09/2026
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში – 16%. მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტიის პოლიტიკურ უპირატესობასა და რადიკალური ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე მიუთითებს.

„IRI-ის სავარაუდო კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ ჯამში – 16%.

ამ კვლევით ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი. კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას – ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა.

მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ.

არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები არ გვპატიობენ სუვერენიტეტის დაცვას – დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე ქვეყანაში არეულობის მოწყობის კიდევ არაერთი უშედეგო მცდელობა იქნება
Next: გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.