Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

მარშალ პრესი 28/09/2026
10

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის” იმართება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

კონფერენციას ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკო პელეშმა. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მომავალი, ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლი და გაფართოების მნიშვნელობა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

საპარლამენტთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის” 27-29 სექტემბერს იმართება. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოაჩინონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ხაზი გაესმება საქართველოს ევროპული არჩევანის, უსაფრთხოების ინტერესებსა და ევროკავშირთან საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობას.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
Next: მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა ჩემს მოსაკლავად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.