Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა ჩემს მოსაკლავად

მარშალ პრესი 28/09/2026
mikheil saakashvili

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა „არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად“, არამედ, ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად.

სააკაშვილის განცხადებით, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, საქართველოს 2008 წელს ჰყავდა ნამდვილი ჯარი, რისთვისაც რუსეთს თავისი სამხედრო ძალების სრული მობილიზაცია დასჭირდა.

„2008 წელი იყო სრულიად საპირისპირო, განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი, რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა და მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და არა ვიღაცის ხელით მოქმედება და ღია აგრესიის განხორციელება. რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას, შემოვიდა, რა თქმა უნდა, არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, შემოვიდა ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
Next: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.