Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა

მარშალ პრესი 28/09/2026
005

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების კუთხით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მუდმივი მხარდაჭერის როლს და ენდრიუ პარსონსს საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო პარალიმპიური მოძრაობის განვითარების მხრივ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პარალიმპიური კომიტეტის წლიური ბიუჯეტი, ხოლო პარასპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოები ოლიმპიური სპორტსმენებისას გაუთანაბრდა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.