დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
ღონისძიებაში დავით ანდღულაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი დიდუბისა რაიონის სკოლების აღსაზრდელები არიან. მათ ამ თარიღისადმი მიძღვნილი თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს. კონკურსის გამარჯვებულები ნომინაციების მიხედვით სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საღამოს მუსიკალურ ნაწილში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, დიდუბის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ბავშვთა სტუდია „ბრიტანიკას ვარსკვლავები” მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, თბილისის საკრებულოს დიდუბისა და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატები გივი ჩხარტიშვილი და შოთა ქევხიშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს სხვა წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.
