Skip to content
27/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის, ან თუნდაც წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა, განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს

მარშალ პრესი 26/09/2026
david kartvelishvili

„ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა – გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი – შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი -საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს“, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღევანდელი რეალობა საქართველოში ახალგაზრდებს განვითარებისა და პროფესიული წინსვლის უამრავ შესაძლებლობას აძლევს.

„სანამ უსამშობლო რადიკალები დაჟინებით ცდილობენ ყველა დააჯერონ, რომ საქართველოში „არაფერი დადებითი აღარ ხდება, აგერ ბანალურ საფეხბურთო მატჩსაც ვეღარ ვიგებთ გველესიანის ინტერვიუს გამო“ – რეალობა რატომღაც ჯიუტად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ამის შესამოწმებლად უბრალოდ დავაკვირდეთ, რით არიან დაკავებული ახალგაზრდები თბილისში და ბათუმში სწორედ ამ დღეებში.

25–27 სექტემბერს თბილისში პირველად ტარდება Tbilisi Youth Art Market – ახალი სივრცე ახალგაზრდა და დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის. აქ შესაძლებელია არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრის წარდგენა, არამედ გალერეებთან, კოლექციონერებთან, კურატორებთან და საერთაშორისო პროფესიონალებთან შეხვედრაც. მაგალითად, დღევანდელი პროგრამა საკმაოდ პრაქტიკულ საკითხებს ეძღვნება: როგორ იქცეს ახალგაზრდა ხელოვანი პროფესიონალად, როგორ ითანამშრომლოს გალერეებთან და როგორ გავიდეს ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე. ამის პარალელურად მიმდინარეობს თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელმაც ათზე მეტი ქვეყნის ავტორები შეკრიბა. ბათუმში კი ამ დღეებში ტარდება საერთაშორისო ISU Junior Grand Prix ფიგურულ სრიალში -ახალგაზრდა სპორტსმენების მსოფლიო დონის შეჯიბრება.
და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო – ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა – გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი – შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი – საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს.

ამ ყველაფერს უბრალოდ დანახვა (!) სჭირდება. ვისაც ყოველდღე ვაღიზიანებ პოზიტიური “ნიუსებით” – იმასაც კი გაუჭირდება მამხილოს სიცრუეში. ხოლო, ვისაც არც მხატვრობა, არც ლიტერატურა და არც ფიგურული სრიალი აინტერესებს -შეუძლია თუნდაც 26 – 27 სექტემბერს ეწვიოს Expo Georgia-ში მიმდინარე Tbilisi Coffee Festival-ს – თავისი მასტერკლასებით, დეგუსტაციებითა და ბარისტების ჩემპიონატებით Latte Art-სა და Coffee in Good Spirits-ში.

ამიტომაც, ერთი წარუმატებელი მატჩის, ან თუნდაც ასეთი წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო – მთელი ქვეყნისთვის უკურნებელი დიაგნოზის გამოტანა – განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს. სანამ ვიღაც ცდილობს პოლიტიკურ თევზჭერას ამღვრეულ წყალში – ახალგაზრდა ქართველები ხატავენ, წერენ, ვარჯიშობენ, ასპარეზობენ, სწავლობენ, ახალ პროფესიებს აღმოაჩენენ და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდებიან. ან თუნდაც ტრადიციად ქცეულ, თბილისის მარათონში იღებენ მონაწილეობას.

საქართველო იდეალური არ არის და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს შესაძლებლობები საერთოდ არ არსებობს, ნიშნავს, უბრალოდ ვერ შეამჩნიო ის, რაც შენს გარშემო ხდება. დღევანდელი საქართველო ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას – არა მხოლოდ სხვის ცხოვრებას უყუროს, არამედ საკუთარი ცხოვრებაც თანდათან თავად შექმნას სწორედ აქ, საკუთარ ქვეყანაში“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დაშლილი და უნიათო ოპოზიცია ქართველი ფეხბურთელების წინაამდეგ
Next: დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.