Skip to content
27/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

დაშლილი და უნიათო ოპოზიცია ქართველი ფეხბურთელების წინაამდეგ

მარშალ პრესი 26/09/2026
erovnuli nakrebi

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ამჯერად, მორიგი თავდასხმა საქართველოს ნაკრების გუშინდელ თამაშს მოჰყვა, სადაც ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.

ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე, გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ნაკრების ფეხბურთელებზე განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა.

გთავაზობთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან ასოცირებული აქტივისტების რამდენიმე განცხადებას:

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „გვეყოლება ქოცები, გვექნება ჩამოშლილი ფეხბურთი“.

ლაშა ფარულავას თქმით, „როცა ქვეყანას ქოცობა აზის თავზე, მერიტოკრატია და სისტემური რეფორმები სასაცილო ცნებებად იქცევა.“

თენგო გოგოტიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ნუ ელოდებიან მეტს ნაკრებისგან, „რომლის ფედერაციასაც რუსული კანონის ხელმომწერი მოღალატე ხელმძღვანელობს“.

„ასე იცის გაქოცებამ“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე და ნაკრების მწვრთნელს წასვლისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მათი აქტივისტების მხრიდან ვრცელდებოდა სარკასტული კომენატრებიც, თითქოს, გიორგი გველესიანის ბულინგისთვის დასაჯა ალაჰმა. ზოგიერთი ქვეყანაში არსებულ უიმედობაზე აპელირებდა, რომ „რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა, იმ მდგომარეობაშია ნაკრებიც.“

გულშემატკივრების შეფასებით, ეროვნული ნაკრების წევრებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება და პირველ რიგში, აზიანებს ეროვნულ ინტერესებს.

Post navigation

Previous: ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
Next: დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის, ან თუნდაც წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა, განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.