Skip to content
16/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

მარშალ პრესი 15/09/2026
irakli kobakhidze23

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური წინსვლა.

„მე მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, დაგვეცვა მტკიცედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად.

ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს, ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას. ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ე.წ. დამოუკიდებლობას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია
Next: ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.